უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის.
როგორც მედია წერს, გავრცელებული ინფორმაციით, „ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს“.
„შავი ზღვის ფლოტის ხომალდები უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებს იგერიებენ. ქალაქში არც ერთი ობიექტი არ დაზარალებულა“, – ნათქვამია რუსული მედიით გავრცელებულ განცხადებებში.
უკრაინული მედიის ცნობით, იერიშების გამო ჩაიკეტა ყურე. საქალაქთაშორისო გადაადგილება მხოლოდ ავტობუსებით არის შესაძლებელი.