უკრაინული მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის მოადგილემ, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა, რომ აღნიშნულ დეპუტატებს არაპატრიოტული გამოვლინებები ომის დაწყებამდეც ჰქონდათ.
გავრცელებული ცნობით, გაქცეული დეპუტატების გვარები ცნობილია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის და უწყება მათთან მიმართებით კოლაბორატორთა შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე იმოქმედებს.
მანამდე, რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან.