მედიის ინფორმაციით, კიევში, ობოლონის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება
მედიის ინფორმაციით, კიევის ობოლონის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე დადგინდა, რომ უცნობი ობიექტის დაცემის შედეგად კორპუსის კიბის უჯრედი და ფასადის ნაწილი დაინგრა.
ინციდენტის შემდეგ რამდენიმე სართულზე ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა სასწრაფოდ დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მობილიზებულია ცხრა ერთეული ძირითადი და სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.