უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონიდან საევაკუაციო მარშრუტზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც ევაკუაცია გადაიდო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონიდან საევაკუაციო მარშრუტზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც ევაკუაცია გადაიდო.
უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ მხარესთან მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მთელ მარშრუტზე დუმილის რეჟიმის დასადასტურებლად.
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსული ჯარები ასევე აგრძელებენ მარიუპოლისა და მისი შემოგარენის დაბომბვას.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გადასაზიდად დაწესებული დუმილის რეჟიმის მიუხედავად, რუსეთის ჯარებმა ვოლნოვახის დაბომბვა მძიმე შეიარაღებით დაიწყეს.