უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის გადაყენებას გეგმავს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის გადაყენებას გეგმავს. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას ზელენსკის გარემოცვიდან ანონიმურად მიაწოდეს.
„პრეზიდენტი დაიღალა შმიგალით, ეს ჩანს მის დამოკიდებულებებში, ის მას აღარ უსმენს“, – ამბობს წყარო.
მისი თქმით, ზელენსკი გამუდმებით ელოდება პრემიერ-მინისტრისგან „კრეატიულ გადაწყვეტილებებსა და წინადადებებს“, მაგრამ შმიგალი „მიუხედავად იმისა, რომ ის გაიზარდა ბოლო წლებში, სრულიად არ შეცვლილა“.
„უკრაინსკაია პრავდას“ კიდევ ერთმა წყარო ამბობს, რომ შმიგალის გათავისუფლების საკითხი ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ განიხილება. გამოცემის თანახმად, კანდიდატებად განიხილებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო, ასევე უკრაინის ტერიტორიების განვითარების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი, „ნაფტოგაზის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი ჩერნიშოვი.