უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა
უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ტელეგრამ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – წერს დეპუტატი.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.