უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა

15:11, 18.10.2022

უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ტელეგრამ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – წერს დეპუტატი.

შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი