უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს.
როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ ძალოვან უწყებებში ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა, ქალი, სავარაუდოდ, მძიმე მეტალებით არის მოწამლული და მან უკვე გაიარა მკურნალობის პირველი ეტაპი.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, მარიანა ბუდანოვა, დიდი ალბათობით, საკვებით მოწამლეს. მედიასთან ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ მოწამვლის ნიშნები უკრაინის სამხედრო დაზვერვის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა და ისინიც მკურნალობენ.
ცნობისთვის, 2023 წლის ივნისში უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კირილ ბუდანოვი მასზე განხორციელებულ ათობით თავდასხმას გადაურჩა.