უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის მიერ ნასროლი სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტიდან 25 რაკეტა ჩამოაგდო
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის მიერ ნასროლი სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტიდან 25 რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტიდან 25 რაკეტა ჩამოაგდო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით კასპიის ზღვიდან „ტუ 95“-ის ტიპის რვა ერთეული სტრატეგიული ბომბდამშენიდან – „X-101“ და „X-555“ ფრთოსანი რაკეტები, შავი ზღვის ხომალდებიდან კი „კალიბრის“ ტიპის რაკეტები ისროლა.

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი „ტუ 22“-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან „X-22“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, რომელთაგან ერთ-ერთი დნეპროპეტროვსკში მდებარე კორპუსს მოხვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშში ასევე ჩართული იყო „ეფ 35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.