უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის რეგიონში, ქალაქ სუჯიდან 22 კილომეტრში, სოფელ გირისთან შენიშნეს
უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის რეგიონში, ქალაქ სუჯიდან 22 კილომეტრში, სოფელ გირისთან შენიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა „ბილდზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედია წერს, რომ კურსკის რეგიონში შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევდნენ ქალაქ სუჯის მიდამოში, 38K-004 მაგისტრალის გასწვრივ, ასევე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ამჟამად კი უკრაინელმა სამხედროებმა სუჯის აღმოსავლეთით წაიწიეს წინ.
11 ივლისს ბელაიას რაიონის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ვოლობუევმა ჩაწერა მიმართვა რაიონული ცენტრიდან, სადაც თქვა, რომ იქ უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი შევიდა.