უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის რეგიონში, ქალაქ სუჯიდან 22 კილომეტრში, სოფელ გირისთან შენიშნეს

18:25, 12.08.2024

უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის რეგიონში, ქალაქ სუჯიდან 22 კილომეტრში, სოფელ გირისთან შენიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა „ბილდზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ კურსკის რეგიონში შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევდნენ ქალაქ სუჯის მიდამოში, 38K-004 მაგისტრალის გასწვრივ, ასევე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ამჟამად კი უკრაინელმა სამხედროებმა სუჯის აღმოსავლეთით წაიწიეს წინ.

11 ივლისს ბელაიას რაიონის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ვოლობუევმა ​​ჩაწერა მიმართვა რაიონული ცენტრიდან, სადაც თქვა, რომ იქ უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი შევიდა.

მსგავსი