უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა
რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე ექვსზე მეტი იერიში მიიტანეს.
ტერეხოვის თქმით, ის მივიდა ქალაქის ცენტრში, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
„სერიოზული ნგრევა და ხანძარია. ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ. ასევე განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – წერს ტერეხოვი.