უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს
რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული მედია წერს, კიევში აფეთქების ხმა დილის ცხრა საათზე გაისმა. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აღნიშნავს, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე ენერგომომარაგების ობიექტზე სავარაუდოდ, სამი დარტყმა განხორციელდა.
ამასთან, აფეთქებების ხმა ისმის კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.