უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაღუპულია ორი ადამიანი.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სარაკეტო დარტყმა ქალაქზე. ოკუპანტებმა დაარტყეს საგზაო ნაწილს და ავტომობილს ხალხით. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნავს ტიმოშენკო.