უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში შენობას, სადაც რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა
უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში აფეთქება მოხდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, შენობას, სადაც „რუსი პოლიციის ხელმძღვანელობის“ შეხვედრა მიმდინარეობდა, უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა, პაველ ჩესანოვმა, მისმა მოადგილემ და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა.
ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.