უკრაინული მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინული მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ქვეყნის საჰაერო ძალები ინფორმაციას რუსეთისგან ფრთოსანი რაკეტების სავარაუდო გაშვების შესახებ ავრცელებენ, რომლებიც, მათივე ცნობით, საფრთხეს სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს უქმნის.
მანამდე რუსულმა მხარემ თავდასხმა ხარკოვის ოლქზეც განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.