უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა შვიდი ადამიანი
კიევის ოლქზე ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა შვიდი ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას კიევის საოლქო ადმინისტრაცია და კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებენ.
რუსეთის ძალებმა შეტევა ქალაქ რჟიშევზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანებულია საერთო საცხოვრებელი. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ნანგრევებში კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ 21 დრონიდან 16 გაანადგურეს. აქედან რვა უპილოტო საფრენი აპარატი კიევის თავზე ჩამოაგდეს.