უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29-ის განადგურება მოახერხა
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29-ის განადგურება მოახერხა

უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29-ის განადგურება მოახერხა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეძლო 24 დრონისა და ხუთი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება.

უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე შეტევისთვის რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციისთვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონზე თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 წლის ბავშვი, დაზიანდა სახლები.