უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე ირანული წარმოების დრონებით საჰაერო იერიში მიიტანა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე საჰაერო შეტევა მიიტანა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები. უკრაინული მხარის ცნობით, რუსული ჯარები ქალაქს თავს ირანული წარმოების „შაჰედ-136“ კამიკაძე დრონებით დაესხნენ.
ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან, თუმცა დარტყმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ 12 კამიკაძე „შაჰედიდან“ 10 გაანადგურეს. მეხანძრეები ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და სხვა სტრუქტურები მუშაობენ.