უკრაინული მედიის ცნობით, გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 40%-ს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც წინა
უკრაინელების 40%-ს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც წინა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია გამოკითხვაზე დაყრდნობით იუწყება.
რაზუმკოვის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვების მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 40,1% მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. გამოკითხულთა 36,2% ფიქრობს, რომ ახლანდელი ხელისუფლება წინამორბედზე უარესია, ხოლო 20,1% თვლის, რომ ახალი მთავრობა უკეთესია. 3,6%-ს დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
გამოკითხვა 23-დან 27 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა უკრაინის ყველა რეგიონში, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების და ყირიმის გარდა. გამოკითხვა ტელეფონის საშუალებით განხორციელდა და გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის 1 200 რესპოდენტი. შედეგები პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა.
2019 წლის აპრილში უკრაინის მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაურად ვლადიმირ ზელენსკი აირჩია. მან უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ტურში დაამარცხა. 2019 წლის ივლისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ გაიმარჯვა და უკრაინის რადაში მონოუმრავლესობა მოიპოვა.