უკრაინული მედია - უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელმომწერი ქვეყნების სიაში იორდანია და ერაყი აღარ იძებნებიან
შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის შემდეგ მიღებული კომუნიკეს ხელმომწერი ქვეყნების სიაში იორდანია და ერაყი აღარ იძებნებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდაპირველად კომუნიკეს ხელს 80 სახელმწიფო აწერდა, მალევე კი მათი რაოდენობა 78-მდე შემცირდა. განახლებულ სიაში აღარ ეწერა ერაყი და იორდანია.
შეგახსენებთ, შვეიცარიაში 15-16 ივნისს უკრაინის მშვიდობის სამიტი გაიმართა, რომელსაც 100-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრო.