უკრაინული მედია საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს
26 თებერვალს, კიევის დროით 06:00 საათისთვის რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას აგრძელებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების დილის ანგარიშშია მითითებული.
არსებული ინფორმაციით, მტერმა უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში სარეზერვო ნაწილების განლაგება დაიწყო და აგრძელებს საჰაერო დარტყმებს აეროდრომებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებებზე უკრაინის აღმოსავლეთში და კიევის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში. ერთიანი საჰაერო დარტყმები განხორციელდა სუმის, პოლტავას, მარიუპოლის რაიონებში. მტერმა შავი ზღვიდან უკრაინის ტერიტორიაზე „კალიბრის“ საზღვარო-საკრუიზო რაკეტები გაუშვა.
„რუსეთის ფედერაციის ტაქტიკური ავიაციის მოქმედებები ბელარუსისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან კონტროლდება. მოზირის რაიონში არის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე გაერთიანებული შეიარაღებული არმიის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადგინეს ათობით ტანკის დროებითი ადგილმდებარეობა შუმსკოეს რეგიონში და „გრადის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის კოსივშჩინას რეგიონში. მტერმა არაერთხელ გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაცია იუჟნისა და ოდესის რეგიონებში, ოზერნოეს აეროდრომზე და კიევის რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურლ ობიექტებზე. სლობოჟანკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა შეაჩერა მტრის შეტევა და განაგრძობს თავდაცვითი ბრძოლების წარმოებას ხარკოვის რეგიონში. ახტირკაში ურბანული შეტაკებები გრძელდება. კობლევას მიდამოში ზღვისპირა მიმართულებით 28-ე მექანიზებულმა ქვედანაყოფმა გაანადგურა ნავი და მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის 20 წევრი. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების საინჟინრო ჯგუფმა სადესანტოდ მისადგომი ადგილების დანაღმვა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფი იგერიებს მტრის საჰაერო დარტყმებს, განადგურდა „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რუსული საოკუპაციო ძალების სადესანტო დანაყოფით. გრძელდება სისტემატიური საომარი მოქმედებები. კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის რაიონებში მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დაჯგუფების საცეცხლე დაზიანება მოხდა. გაერთიანებული ძალების დაჯგუფება თავდაცვით ოპერაციას ატარებს და პოზიციებს მთელ სადემარკაციო ხაზზე ინარჩუნებს. მტრის სავარაუდო დანაკარგებია: თვითმფრინავი – 14 ერთეული, შვეულმფრენი – 8 ერთეული, ტანკები – 102 ერთეული, ჯავშანმანქანა – 536 ერთეული, არტილერია – 15 ერთეული, საჰაერო თავდაცვის სისტემა – 1 ერთეული“, – ნათქვამია ანგარიშში.