უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით დოკუმენტების ხელმოწერის პროცესი დაიწყეს
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა, ავსტრიის დედაქალაქში, გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით დოკუმენტების ხელმოწერის პროცესი დაიწყეს.
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ ხელმოწერის ამსახველი ფოტო „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
კომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის, ანდრეი კობოლიოვის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების შედეგად სამი დოკუმენტი შემუშავდა, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტს და ოპერატორებს შორის ურთიერთქმედების წესებს განსაზღვრავს.
ვენაში, მოლაპარაკების ახალი რაუნდი 26 დეკემბერს დაიწყო. 20 დეკემბერს, კიევმა და მოსკოვმა ახალი კონტრაქტის შეთანხმების შესახებ განაცხადეს, რომელიც გაზის ტრანზიტს ხუთი წლის განმავლობაში ითვალისწინებს.