უკრაინის ვიცე-პრემიერი - დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება
დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
როგორც ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, დღეს, შუადღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი მანგუშისა და ბერდიანსკის გავლით ზაპოროჟიეში.
„მარიუპოლში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებითაა კონცენტრირებული“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
ევაკუაციის მსურველ მოქალაქეთა შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება.
ვერეშჩუკის თქმით, ადგილზე ვითარება რთულია, ამიტომ მარშრუტები შესაძლოა შეიცვალოს. მან მოუწოდა მოქალაქეებს თვალი ადევნონ ოფიციალურ ინფორმაციას.