უკრაინის ვიცე-პრემიერი - დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება
უკრაინის ვიცე-პრემიერი - დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება

დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

როგორც ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, დღეს, შუადღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი მანგუშისა და ბერდიანსკის გავლით ზაპოროჟიეში.

„მარიუპოლში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებითაა კონცენტრირებული“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

ევაკუაციის მსურველ მოქალაქეთა შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება.

ვერეშჩუკის თქმით, ადგილზე ვითარება რთულია, ამიტომ მარშრუტები შესაძლოა შეიცვალოს. მან მოუწოდა მოქალაქეებს თვალი ადევნონ ოფიციალურ ინფორმაციას.