უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოუწევს
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოუწევს, – ამის შესახებ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
„ევროკავშირის კანონმდებლობა უნდა იყოს იმპლემენტირებული ჩვენს კანონმდებლობაში. გარდა ამისა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ცვლილებებს უკრაინის კონსტიტუციაში. უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების საფუძვლები“, – განაცხადა სტეფანიშინამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, რადგან არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების საკითხი, ასევე ევროკავშირის რეგულაციების გამოყენების საკითხი, რომლებიც უკრაინისთვის მოქმედების პირდაპირი ნორმები გახდება.
„საუბარი შეიძლება იმაზე, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში ძალაში შევა უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად. მაგრამ ამისთვის მზადება ახლა უნდა დავიწყოთ, რათა ჩვენი მთელი სამართლებრივი სისტემა მზად იყოს ამისთვის“, – განაცხადა სტეფანიშინამ.
ცნობისთვის, ოლგა სტეფანიშინა რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლეს, თუმცა რადამ მისი გადადგომა არ დააკმაყოფილა, მეტიც, იგი უკრაინის იუსტიციის მინისტრადაც დანიშნა.