უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ყოფილმა პირველმა მოადგილემ გირაოს სახით 424 ათასი დოლარი გადაიხადა
უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ყოფილმა პირველმა მოადგილემ გირაოს სახით თითქმის 500 000 დოლარი გადაიხადა.
საუბარია ოლეგ გლადკოვსკიზე, რომელიც 17 ოქტომბერს ბრიუსელში გაფრენამდე უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფინანსური მაქინაციების გზით, დაახლოებით 10 მილიონი დოლარის უკანონო მითვისება.
საქმე ეხება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საწარმოებისთვის სხვადასხვა დეტალის რუსეთიდან ყიდვაში. გამოძიება ვარაუდობს, რომ ფინანსური მაქინაციების გამო, სახელმწიფო ტენდერის ჩატარების შემდეგ, უკრაინული საწარმოები რუსეთიდან დეტალებს ხელოვნურად გაზრდილ ფასად ყიდულობდნენ.
გამოძიების ცნობით, გლადკოვსკი ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რა დროსაც ის დააკავეს. სასამართლომ მას გირაოს სახით 424 ათასი დოლარის გადახდა მიუსაჯა.
როგორც უკრაინული მედია წერს, გლადკოვსკის ნათესავებმა გირაო დღეს გადაიხადეს. სავარაუდოდ, ის ციხეს უახლოეს ხანში დატოვებს.