უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოავლინეს კორუფცია სამხედროების მიერ დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოავლინეს კორუფცია სამხედროების მიერ, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს 100,000 ნაღმტყორცნების შეძენაზე 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღი არ მიუღიათ.
მათივე ცნობით, გამოძიებამ ამხილა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები და იარაღის მიმწოდებელი ლვოვის არსენალის მენეჯერები, „რომლებმაც მოიპარეს თითქმის 1,5 მილიარდი გრივნა ჭურვების შეძენისას“.
გამოძიების თანახმად, კორუფციაში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები და შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკრაინის დატოვების მცდელობისას დააკავეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მოპარული თანხები ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტში დაბრუნდება.