უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოავლინა, რომლებსაც თურქეთიდან უკრაინაში ყალბი სწრაფი ტესტები შეჰქონდათ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოავლინა, რომლებსაც თურქეთიდან უკრაინაში „კოვიდ 19“- ის დიანგოსტიკის ყალბი სწრაფი ტესტები შეჰქონდათ.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ტესტებსა და მედიკამენტებს ტანსაცმლის კონტეინერებში მალავდნენ, ამიტომ ტემპერატურული რეჟიმი იყო დარღვეული, ამას კი ჯანმრთელობისთვის სახიფათო შედეგის მოტანა შეუძლია.
ამოღებული პრეპარატებისა და ტესტების ღირებულება თითქმის მილიონი უკრაინული ჰრივნაა.
გამოძიება დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დადგენას ცდილობს.