უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც ბანკებისა და არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა
უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც ბანკებისა და არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინიციატივას 224-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, როდესაც საჭირო იყო, სულ მცირე, 226 ხმა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განსახილველად დააბრუნეს.
ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე დანიილ გეტმანცევი აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდებით არმიის არასაკმარისად დაფინანსების ალბათობა იზრდება.
„კოლეგები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, თანახმა არიან სხვისი არმიის დაფინანსებაზე, ნაცვლად საკუთარისა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მთავრობის გაანგარიშებით, კანონპროექტის დამტკიცება ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით 30 მილიარდ გრივნას (725 მილიონი დოლარი) მოუტანდა. ინიციატივა ბანკებისთვის მოგების გადასახადის – 50%-ით, ხოლო არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციებისთვის 25%-ით გაზრდას ითვალისწინებდა.