უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე - უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს
უკრაინის რადას სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, რომ უკრაინასა და საქართველოს პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს.
„ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლა, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგის განვითარება მთავარი თემები იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას. ჩვენს ქვეყნებს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს“, – წერს რაზუმკოვი.
მის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„ნამდვილად, ბატონო თავმჯდომარევ! მოდით, ეს ვიზიტი იყოს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ახალი პოტენციალის დასაწყისი ჩვენს ორ ქვეყანაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.