უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე – უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს

23:38, 23.06.2021

უკრაინის რადას სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, რომ უკრაინასა და საქართველოს პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს.

„ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლა, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგის განვითარება მთავარი თემები იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას. ჩვენს ქვეყნებს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს“, – წერს რაზუმკოვი.

მის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„ნამდვილად, ბატონო თავმჯდომარევ! მოდით, ეს ვიზიტი იყოს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ახალი პოტენციალის დასაწყისი ჩვენს ორ ქვეყანაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი