უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ შეიარაღებულ ძალებში 2025 წლამდე სადაზვერვო-საარტილერიო ბრიგადის შექმნა იგეგმება
უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ შეიარაღებულ ძალებში 2025 წლამდე სადაზვერვო-საარტილერიო ბრიგადის შექმნა იგეგმება

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 2025 წლამდე ცალკეული სადაზვერვო-საარტილერიო ბრიგადის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც უკრაინის თავდაცვის უწყების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2025 წლისთვის ცალკეული სადაზვერვო-საარტილერიო ბრიგადა უნდა შექმნან. ეს შესაძლებელს გახდის ჯარების დაჯგუფებების გაძლიერებას ქვედანაყოფებითა და საარტილერიო-სადაზვერვო საშუალებებით, რაც ნიშნავს, რომ უკეთ წარმოაჩენს მტრის სამიზნეებს და გამოიყენებს შორ მანძილზე იარაღის ყველა შესაძლებლობებს. გეგმები ასევე მოიცავს ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ბრიგადის შექმნას, რომელიც გააფართოებს იმ ქვედანაყოფების შესაძლებლობებს, რომლებზეც სატანკო თავდასხმის უდიდესი საფრთხე არის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საარტილერიო დანაყოფები აღიჭურვება 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებით, ავტომატური კონტროლის სისტემებით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მოდერნიზებული ნიმუშებით, მათ შორის მაღალი სიზუსტის ჭურვებით და განადგურების გაზრდილი დიაპაზონით, თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით და საარტილერიო-სადაზვერვო საშუალებებით.