უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი, სიცრუეს უწოდებენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი, სიცრუე და მანიპულაცია უწოდა. ამის შესახებ საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ მედიას განზრახ შეჰყავს შეცდომაში მოქალაქეები და ამ საკითხზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს.
ასევე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პირადად მიმართა უმაღლეს რადას, რომ უახლოეს ხანში გაიმართოს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომა, სადაც თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს საკვები პროდუქტების შესყიდვის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, უწყება ჯარისთვის განკუთვნილ საკვებს ბაზარზე არსებულთან შედარებით გაცილებით ძვირად ყიდულობს.