უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის პირადი შემადგენლობა რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე 24 აგვისტოს გადასხეს და გაიმართა ბრძოლა.
„სპეცოპერაციის ფარგლებში პირადი შემადგენლობა ყირიმის ნახევარკუნძულზე იმყოფებოდა. ეს სპეცოპერაცია დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაატარეს. სპეცოპერაციის მიზნები მიღწეულია. დანაკარგი არ არის. სპეცოპერაცია გრძელდება, ყველა დეტალს არ გავამხელთ, მტერს აქვს დანაკარგი“, – განაცხადა იუსოვმა.