უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა, მას შემდეგ რაც, რუსულმა ძალებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს.
„როიტერის“ ცნობით, საპორტო ქალაქში საცხოვრებელი სახლების 80% დაზიანებული ან დანგრეულია. ამასთან, სააგენტო წერს, რომ ათასამდე ადამიანი შესაძლოა, ამ დრომდე ქალაქის თეატრზე მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებშია მოყოლილი.
24 თებერვალს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ პირველ სამიზნეს სწორედ მარიუპოლი წარმოადგენდა, ქალაქს სამხრეთით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთით კი, ოკუპირებული დონეცკის რეგიონი ესაზღვრება.