უკრაინის თავდაცვის მინისტრი - როგორც უკრაინა, ისე საქართველო არიან სუვერენული ქვეყნები, გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრები, ამ საკითხზე რუსეთთან არ ვისაუბრებთ
როგორც უკრაინა, ისე საქართველო არიან სუვერენული ქვეყნები, გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრები, ამ საკითხზე რუსეთთან არ ვისაუბრებთ, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთთან არ ვსაუბრობთ. როგორც უკრაინა, ისე საქართველო არიან სუვერენული ქვეყნები, ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გვსურს, გავხდეთ ნატო-ს წევრები. ეს არის ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენთვის ეს კანონია. ამ საკითხზე რუსეთთან არ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი დღეს ჩერნობილის აკრძალულ ზონაში გამართულ სამხედრო წვრთნებს დაესწრო.