უკრაინის თავდაცვის მინისტრი - როგორც უკრაინა, ისე საქართველო არიან სუვერენული ქვეყნები, გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრები, ​ამ საკითხზე რუსეთთან არ ვისაუბრებთ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - როგორც უკრაინა, ისე საქართველო არიან სუვერენული ქვეყნები, გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრები, ​ამ საკითხზე რუსეთთან არ ვისაუბრებთ

როგორც უკრაინა, ისე საქართველო არიან სუვერენული ქვეყნები, გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრები, ​ამ საკითხზე რუსეთთან არ ვისაუბრებთ, – განაცხადა ​უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

​„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთთან არ ვსაუბრობთ. როგორც უკრაინა, ისე საქართველო არიან სუვერენული ქვეყნები, ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გვსურს, გავხდეთ ნატო-ს წევრები. ეს არის ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენთვის ეს კანონია. ამ საკითხზე რუსეთთან არ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

უკრაინის ​თავდაცვის მინისტრი დღეს ჩერნობილის აკრძალულ ზონაში გამართულ სამხედრო წვრთნებს დაესწრო.