უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემ „ცეზარ კუნიკოვზე“ დრონებით დარტყმა განახორციელეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დრონებმა შავ ზღვაში რუსეთის დიდ სადესანტო გემზე, „ცეზარ კუნიკოვზე“ დარტყმა განახორციელეს.
როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ სადაზვერვო უწყებაში წყაროებმა განუცხადეს, ეს იყო მათი ოპერაცია, რომლის შედეგადაც სამხედრო ხომალდი ჩაიძირა.
რუსული ხომალდის ჩაძირვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. გენშტაბში აღნიშნავენ, რომ იერიშის დროს ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა.
ამასთან, კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა არუსეთის თავდაცვის სამინისტროში, თუმცა გამთენიისას რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინებოდა, რომ ღამით შავი ზღვის აკვატორიის თავზე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი გააუვნებელყვეს.
ტელეგრამარხებში დილით გავრცელდა ცნობები შავ ზღვაში რამდენიმე აფეთქებისა და რუსულ სამხედრო ხომალდზე თავდასხმის შესახებ. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცნობით, „ცეზარ კუნიკოვის“ სიგრძე – 112, ხოლო სიგანე 15 მეტრია. მისი ეკიპაჟი 87 ადამიანს შეადგენს.