უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაური - დღეს უკრაინას ყველა სჭირდება, თავდაცვის ძალების რიგებში ჩარიცხვის ყველა პროცედურა გამარტივებულია
უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაური - დღეს უკრაინას ყველა სჭირდება, თავდაცვის ძალების რიგებში ჩარიცხვის ყველა პროცედურა გამარტივებულია

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის იური გალუშკინის განცხადებას ავრცელებს.

გალუშკინის განცხადებით, ახლა უკრაინას ყველა სჭირდება, ამიტომ გამარტივებულია ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის პროცედურები. იხსნება ასაკობრივი შეზღუდვა.

„დღეს უკრაინას ყველა სჭირდება. ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში ჩარიცხვის ყველა პროცედურა გამარტივებულია. თან იქონიეთ მხოლოდ პასპორტი და საიდენტიფიკაციო კოდი. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ „ტვიტერის“გვერდზე გაავრცელა.