უკრაინის შსს-ში აცხადებენ, რომ რადასთან კარვების აღებას არ აპირებენ
უკრაინის შსს-ში აცხადებენ, რომ რადასთან კარვების აღებას არ აპირებენ

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უმაღლესი რადას წინ გაშლილი კარვების ქალაქის გაწმენდას არ აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. გამოცემის ცნობით, ძალოვნები კარვების აღებას ჯერ არ აპირებენ.

ცოტა ხნის წინ, უკრიანის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი დააკავა, რის შემდეგაც „ახალი ძალების მოძრაობის“ პრესმდივანმა განაცხადა, რომ რადას წინ კარვების ქალაქის შტურმი დაიწყო.