უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მტრის საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც დარნიცკის რაიონში სახლთან ახლოს, კოშიცას ქუჩაზე ჩამოვარდა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინის შსს ავრცელებს.
„ბრავო უკრაინის საჰაერო თავდაცვას! აფეთქებები გამოიწვია ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მოწინააღმდეგის ავიაციის განადგურებამ“, – ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
ამასთან, უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ოკუპანტთა რაკეტები ჩამოაგდო. გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევის სიახლოვეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავიც ჩამოაგდეს.