უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - კიევში აფეთქებების ხმა ისმის, თავდასხმები ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტებით გაგრძელდა
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - კიევში აფეთქებების ხმა ისმის, თავდასხმები ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტებით გაგრძელდა

დღეს, გამთენიისას, კიევის დროით 04:22 საათზე უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება გაისმა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერძოდ, აფეთქებები ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკისა და გოლოსევსკის რაიონებში.

ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით იუწყება.

„კიევზე თავდასხმები ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტებით ახლახან გაგრძელდა. ორი ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე“, – განაცხადა ანტონ გერაშენკომ.