უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა უკრაინული ერთიანი სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა. საუბარია გაზსადენებზე, ელეტროსადგურებზე, ხიდებსა და სხვა ობიექტებზე.
მინისტრის მოადგილის ცნობით, სულ უკრაინაში რუსეთის დარტყმების შედეგად 35 ათასზე მეტი ობიექტია დანგრეული.
მისი ცნობით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.