უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი - რუსი ოკუპანტები ბახმუტის მიმართულებით გააქტიურდნენ
რუსი ოკუპანტები ბახმუტის მიმართულებით გააქტიურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრ სირსკი ტელეგრამარხში წერს.
ალექსანდრ სირსკი აღნიშნავს, რომ „მტერი მანამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები პროფესიონალურად მოქმედებენ“.
სირსკის ცნობით, მან მოინახულა სამხედრო ნაწილები, რომლებიც ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებებით ასრულებენ საბრძოლო ამოცანებს.
„განვიხილე ადგილზე შემდგომი მოქმედების ვარიანტები, ჩვენი ჯარების საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობის გაზრდის გზები. შევამოწმე, როგორ მიდის სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მომზადება, რომლებიც ბრძოლისუნარიანობას აღადგენენ. მუშაობის მიმდინარეობისას განვსაზღვრეთ კონკრეტული ამოცანები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ვაგრძელებთ მტრის განადგურებას ყველა მიმართულებაზე, ვაახლოებთ ჩვენს გამარჯვებას“, – წერს სირსკი.