უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - მალე გადავალთ შეტევით ოპერაციებზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - მალე გადავალთ შეტევით ოპერაციებზე

მალე გადავალთ შეტევით ოპერაციებზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკი ლიმანის რეგიონში ფრონტის ხაზთან იმყოფებოდა და იმ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ყველაზე „ცხელ წერტილებში“ ასრულებენ დავალებებს.

„ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ თავიანთი ხაზებისა და პოზიციების დაცვას, იგერიებენ მტრის წინსვლის ყველა მცდელობას. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი და ფრონტზე არსებული ვითარება“, – განაცხადა სირსკიმ.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მალე მოვა დრო, როცა უკრაინა აქტიურ შეტევით ოპერაციებზე გადავა“.

ამასთან ერთად, სირსკიმ მადლობა გადაუხადა და დააჯილდოვა ყველა ოფიცერი და ჯარისკაცი, რომელიც „ღირსეულად ასრულებს მოვალეობას უკრაინელი ხალხის წინაშე“.