უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აცხადებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ.
ამის შესახებ სირკსიმ სამხედრო მეთაურებთან დღეს გამართულ თათბირზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ბოლო 24 საათში სხვადასხვა მიმართულებებით 0,5-დან-1,5 კმ-მდე წაიწიეს წინ და მოწინააღმდეგის სამი შეტევა მოიგერიეს.
უკრაინის არმიის მეთაური ამტკიცებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ.
როგორც სირსკი ამბობს, 6 აგვისტოდან უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 1150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.