„ახმატის“ სპეცდანიშნულების რაზმების მეთაური აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა კურსკში მნიშვნელოვანი კონტროპერაცია დაიწყეს და ტერიტორიების ნაწილიც დაიბრუნეს

13:50, 11.09.2024

რუსეთის ძალებმა მნიშვნელოვანი კონტროპერაცია დაიწყეს კურსკში და ტერიტორიების ნაწილიც დაიბრუნეს. გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი, რომელიც კურსკში მებრძოლ ჩეჩნეთის „ახმატის“ სპეცდანიშნულების რაზმებს მეთაურობს, აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა კურსკში ათამდე დასახლება დაიბრუნეს.

„ჩვენთვის კარგი სიტუაციაა“, – განაცხადა ალაუდინოვმა, რომელიც ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

მისივე თქმით, რუსული ძალები შეტევაზე გადავიდნენ. უკრაინული მხარეს ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი