უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური - ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო
ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ვითარება მისულია ისეთ ტექნოლოგიურ დონემდე, რომელიც ჩიხს იწვევს.
უკრაინელი გენერალი მიიჩნევს, რომ ჩიხიდან გასასვლელად მძლავრი ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო.
„ღრმა და ლამაზი გარღვევა დიდი ალბათობით არ იქნება. რუსეთმა, სულ მცირე, 150 000 ადამიანი დაკარგა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი დანაკარგები შეაჩერებდა ომს. მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რასაც მტერი აკეთებს და ის ხედავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, როგორიცაა დენთი, რომელიც ჩინელებმა გამოიგონეს და რომელსაც დღესაც ვიყენებთ ერთმანეთის მოსაკლავად“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.