უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქს „შაჰიდის“ ტიპის ხუთი დრონით დაესხა თავს
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქს „შაჰიდის“ ტიპის ხუთი დრონით დაესხა თავს. მათგან სამი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა საჰაერო-სადესანტო ძალები, სავარაუდოდ, ხერსონიდან ზაპოროჟიეს ოლქში გადაისროლა. კერძოდ კი ორეხოვის რაიონში, სადაც 58-ე არმია უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს 4 ივნისიდან აწარმოებს.